logo_geo
სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი გაქურდეს
- +

4 ივნისი. 2019. 00:17

 

 

პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული გაქურდეს. ამის შესახებ მან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

პროცესზე როენა ხუცურაულმა სიტყვა ითხოვა. მან მოსამართლეს და პროკურორს სასტუმრო „მამიდა“-ს გასაღების დაბრუნების თხოვნით მიმართა.

 

ბატონო მოსამართლე, ქალბატონო პროკურორო, გთხოვთ მომცეთ უფლება გადმომეცეს სასტუმროს გასაღები, რათა დავათვალიერო ადგილი. რამდენიმე დღის წინ სეტყვამ სავარაუდოდ დააზიანა ტერიტორია. გარდა ამისა, რამდენჯერმე გაგვქურდეს და წაიღეს პლაზმური ტელევიზორები. იგივე რომ არ მოხდეს, გთხოვთ დამრთოთ ნება, მივაქციო ყურადღება სასტუმროს.“- განაცხადა ხუცურაულმა.

 

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ როენა ხუცურაულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როენა ხუცურაული წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

 

 

big_banner
არქივი