logo_geo
რუსთავის მერს ეზოდან ტრაქტორი მოჰპარეს
- +

4 ივნისი. 2019. 15:30

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ერთ-ერთი სახლის ეზოდან სახნავ-სათესი ტრაქტორი მოიპარეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრაქტორი რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის.

 

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სახლიდან მხოლოდ ტრაქტორია მოპარული და სხვა ნივთები არ არის წაღებული.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი