logo_geo
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს
- +

5 ივნისი. 2019. 15:10

 

 

„კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თავისუფალია. ამის შესახებ „ლავასოღლის“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

 

„თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პირს სხვა სახელმწიფო ითხოვს ექსტრადიციის მეშვეობით, თურქეთმა ის უნდა გააჩეროს 6 თვის განმავლობაში. ამ 6 თვის განმავლობაში მინდია „ლავასოღლი“ გაჩერებული ჰყავდათ თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო როდესაც ამოიწურა ეს ვადა, რა თქმა უნდა, კანონიერად მოხდა მისი გათავისუფლება. საქართველოში „ლავასოღლი“ ვერ ჩამოვა, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი - ვგულისხმობ, რომ მას მისჯილი აქვს 10-წლიანი სასჯელი, ამიტომ ეს შეფერხება მას აქვს“, - აღნიშნა კობაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი