logo_geo
რა გახდა წყალტუბოში გოგონას მიერ შეყვარებულის საფლავზე თავის ჩამოხრჩობის მიზეზი?
- +

5 ივნისი. 2019. 18:15

 

 

წყალტუბოში ახალგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო, – ამის შესახებ ინფორმაცია „თაიმერმა“ გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა.

წყალტუბოში მომხდარი სუიციდის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – გოგონამ, რომელმაც შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო სალომე ჯიმშელეიშვილია. თვითმკლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მან მეგობარს უთხრა, რომ შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

 

გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა და სარკაზმით წერდა ერთ-ერთი – მეშინია თავი არ მოიკლას დარდითო“ – განაცხადა გოგონას მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი