logo_geo
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება - მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
- +

10 ივნისი. 2019. 12:23

 

აგარაში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50 წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

 

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

 

პაციენტს ქარელიდან „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში, გორში გადაიყვანენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი