მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულები არასრულწლოვნები, 17 წლის ახალგაზრდები არიან.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ისინი კლინიკაში დაბეჟილობებით შეიყვანეს. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას განაგრძობენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.