logo_geo
სამართალდამცველებმა ნაძალადევში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას მამინაცვალიც დააკავეს
- +

10 ივნისი. 2019. 22:41

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის მეუღლე არკადი ძავაშვილი დააკავეს.

 

როგორც სამართალდამცავ ორგანოში განმარტავენ, ძავაშვილი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

 

ოთხი წლის გოგონა სანზონაში თებერვალში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე დაკავებულია დედა, ლელა ქსოვრელი. თავდაპირველად ის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების ფარგლებში მას დამატებითი ბრალდება წარედგინა.

 

ლელა ქსოვრელის დაკავების შემდეგ, გამოძიება ასევე დაიწყო გარდაცვლილი გოგონას ხუთი წლის ძმის ლ.ქ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. ეს საქმე ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი. ქსოვრელის მეუღლე უარყოფდა ძალადობას, როგორც გარდაცვლილის, ასევე მეორე ბავშვის მიმართ, თავად ქსოვრელი კი, არც ერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა. ბავშვის გარდაცვალებას ისინი უბედურ შემთხვევას უწოდებდნენ. ქსოვრელის მეუღლე ამბობდა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მისი ტირილის ხმა კი მეზობლებს ბანაობის დროს ესმოდათ. სწორედ ცალკე წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოხდა ქსოვრელის მეუღლის არკადი ძავაშვილის დაკავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი