logo_geo
ავარიას ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ემსხვერპლა
- +

11 ივნისი. 2019. 18:19

 

 

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

 

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი