logo_geo
Ulo – სახლის კამერა-ბუ, რომელიც მოძრაობას „თვალს აყოლებს“
- +

11 ივნისი. 2019. 18:19

 

 

სახლის უსაფრთხოებისა და მონიტორინგისთვის არაერთი ადამიანი იყენებს კამერებს, რომელთა მართვაც სმარტფონის მეშვეობითაა შესაძლებელი. ლუქსემბურგულმა კომპანია „Mu Design“-მა კი ახალი დიზაინის მქონე კამერის შექმნა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა Ulo, კამერა-ბუ, რომელიც თვალს გამოგაყოლებთ, დღედაღამ ფხიზლობს (თუ დატენით, რა თქმა უნდა) და თქვენთან ინტერაქცია შეუძლია. კამერა მუშაობს Qualcomm Snapdragon 212 სერიის პროცესორზე, აღჭურვილია ორიენტაციის სენსორებით, ასევე, აქვს Wi-Fi, Bluetooth და მიკროფონი. იტენება სტანდარტული USB დამტენით. მას აქვს LCD თვალები, რომლებიც მოძრაობაზე რეაგირებს და ორი ლინზა – HD კამერა და მოძრაობის სენსორის კამერა.

Ulo-ის მიერ აღქმული გამოსახულებების ლაივ რეჟიმში ნახვა IOS ან Android მომხმარებლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. კამერის ფასი 220 დოლარია.

 

Ulo-ის ერთ-ერთი შემქმნელი – ვივიენ მულერი ამბობს, რომ უნდოდათ შეექმნათ კომპაქტური, მოსახერხებელი კამერა, რომელიც შინაური ცხოველის განცდას უფრო დატოვებდა, ვიდრე გაჯეტის. თავად შეაფასეთ, გამოუვიდათ, თუ არა.

 

 

 

 

big_banner
არქივი