logo_geo
სამი თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა
- +

19 ივნისი. 2019. 19:23

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გზებზე, სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეეხება.

 

შსს-ს ინფორმაციის თანახმად დაღუპულებს შორის ერთი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვია, დაშავებული კი შემთხვევების შედეგად სულ 26 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვია.

 

ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა 642 შემთხვევა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა და 806 დაშავდა თბილისში ფიქსირდება. ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმია, სადაც 143 ინციდენტი დაფიქსირდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 200 დაშავდა.

 

ასევე დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი აჭარაში სადაც 126 ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 161 დაშავდა.

 

იანვრიდან მარტამდე ქვეით მოსიარულესთან შეჯახების 352 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა ხოლო 405 დაშავდა. დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

 

სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი, მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაზე მოდის.

 

მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1302-ზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი