logo_geo
შსს: გურამ ფალავანდიშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული
- +

20 ივნისი. 2019. 13:21

 

„გურამ ფალავანდიშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული“, - ამის შესახებ  „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილთან სამართალდამცველები უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც ფალავანდიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.

 

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, -  აცხადებენ შსს-ში.

 

სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი