logo_geo
ლევან ვასაძე გამოკითხვაზე მივიდა: არაფერი დასამალი არ მაქვს
- +

20 ივნისი. 2019. 17:28

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს შსს თბილისის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, გამოკითხვაზე მივიდა. ის გამომძიებლების კითხვებს ადვოკატის გარეშე უპასუხებს.

 

„მოვედი, რომ გავაგრძელო ჩემი სრული კანონმორჩილი თანამშრომლობა ამ ჩვენს ნახევარ სახელმწიფოსთან, მივცე ნებისმიერი ჩვენება, გავცე ყველა შეკითხვაზე პასუხი, არაფერი დასამალი არ მაქვს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ვასაძეს უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების საქმეზე გამოჰკითხავენ, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი