logo_geo
თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს
- +

20 ივნისი. 2019. 17:47

 

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის, „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა.

 

შემთხვევა 19 ივნისს, ღამის საათებში, წერეთლის გამზირზე მოხდა. ადვოკატის ცნობით, ამჟამად დაზარალებული თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით დეტალებზე ცნობებს ჯერ არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა. დანიშნულია ექსპერტიზა.

 

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი