logo_geo
პოლიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დააკავა
- +

21 ივნისი. 2019. 10:39

 

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს.

 

როგორც „მოამბის“ ოპერატორი ჰყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა.

 

„პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა, პოლიციამ მას სცემა, მოგვიანებით კი დააკავა“,- ამბობს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა.

 

ამასთან, ოპერატორს კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს.

 

ჟურნალისტი ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიიყვანეს. ამ წუთებში კი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი