logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

21 ივნისი. 2019. 19:56

 

 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

ინფორმაცია „პირველ არხს“ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში დაუდასტურეს. პარტიის ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილს დაურეკეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რისთვისაც 24 საათიანი ვადა მიეცა. მისი გამოკითხვაზე დაბარება კი, პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

 

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულ მოვლენების გამო, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავეს. ასევე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი