logo_geo
შსს: გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა
- +

21 ივნისი. 2019. 21:34

 

 

შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა. ამავე საქმეზე უგულავასა და ნიკა მელიას დაიბარებენ, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა" - განაცხადა ჭელიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი