logo_geo
რუსთავში სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
- +

25 ივნისი. 2019. 17:48

 

 

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მიკროავტობუსს მგზავრები გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით, რუსთავის გავლით გადაჰყავდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

 

შემთხვევის შედეგად, მგზავრმა, 56 წლამდე ასაკის მამაკაცმა სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიკროავტობუსის ძრავის ელექტროობას გაუჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 

 

big_banner
არქივი