logo_geo
სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს
- +

26 ივნისი. 2019. 10:30

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა და ეკა გოგიჩაშვილს ტყვია შემთხვევით მოხვდა.

 

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

 

დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შესაბამისი გამოკვლევა უტარდება.

მკურნალი ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის უცნობია, დასჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი