logo_geo
მამუკა მდინარაძე: დადასტურდა, რომ გვარამია იტყუებოდა
- +

14 თებერვალი. 2017. 13:59

„გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობის გადაფარვას ემსახურება ის კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა გვარამია ახორციელებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში - თავდასხმები სასამართლოზე, ხელისუფლებაზე, სხვადასხვა მედიასაშუალებებზეც კი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გვარამია იტყუებოდა, როცა ჩანაწერის ავთენტურობას მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებდა.

 

„სწორედ ამ ჩანაწერის გადასაფარად ხდება ის კამპანია, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და გვარამია ახორციელებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში - თავდასხმები სასამართლოზე, ხელისუფლებაზე, სხვადასხვა მედიასაშაულებებზეც კი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაზე მთავარია ის, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი და თავად თავისუფლდება მილიონიანი აქტივების უაპელაციოდ „გამპრავებელი“ მოსამართლეებისგან. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს ყველაფერი არის ნეგატიური პიარი, ამ ჩანაწერის ავთენტურობის გადასაფარად. მას ხომ იცის ყველაზე კარგად, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია და მისი ავთენტურობა ადრე თუ გვიან დადასტურდებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

 

 

 


  

წყარო : wyaro
big_banner
არქივი