სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.
„როგორც მაქვს ინფორმაცია, საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა კუპრეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მამა გოგონას გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.