logo_geo
ქარელთან ტრაილერი ამობრუნდა
- +

29 ივნისი. 2019. 17:05

 

 

ქარელთან ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ტრაილერს თურქეთის მოქალაქე მართავდა.

 

როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი