logo_geo
ხონში, მამა შვილის გატაცებაში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს
- +

1 ივლისი. 2019. 12:25

 

 

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დათო ლიპარიძე ყოფილი მეუღლის ოჯახს ბავშვის გატაცებაში ადანაშაულებს.

 

არასრულწლოვნის მამის თქმით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და მძინარე ბავშვი ღამით, ძალის გამოყენებით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა.

 

მამა და ბებია ამტკიცებენ, რომ ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

 

ოჯახის წევრების თქმით, ძალადობრივი ქმედებების დროს ბავშვის ბებიამ დაზიანება მიიღო, მას თავში გაურკვეველი საგნით ჭრილობა აქვს მიყენებული. ის უკვე იმყოფებოდა ქუთაისში ექსპერტიზაზე.

 

„დამეხმარეთ, შვილი მომპარეს. საფრთხე ემუქრება, დამირეკა, მამა, მკლავენო და ტელეფონი წაართვეს, გამოურთეს. პირზე დაფარებით წაიყვანეს სახლიდან და არ ვიცი დღემდე, სად არის“, - ამბობს ბავშვის მამა დათო ლიპარიძე.

 

 

ბავშვის ძალით და კანონის დარღვევით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან წაყვანა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო.

 

 

„ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უმძიმესი. საჭიროებს სპეციალისტების ჩართულობას. ბავშვის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვა გამოსავალი იმ კონკრეტულ მომენტში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ბავშვის ნების დადგენა იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო“, - აცხადებს იმერეთის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი