-
+
1 ივლისი. 2019. 13:30
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ოთხი ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. ავტომობილებიდან ნაწილებია მოპარული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.