logo_geo
შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა - დაშავებულია 12 ჯარისკაცი
- +

2 ივლისი. 2019. 21:05

 

ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.

 

ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი