logo_geo
ისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეთთან გარდაცვლილი იპოვეს
- +

3 ივლისი. 2019. 16:38

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეთთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

 

სამძებრო სამუშაო 1 ივლისს, „112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

 

 

big_banner
არქივი