logo_geo
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ!
- +

21 ნოემბერი. 2016. 21:58


 

„კარგი იქნებოდა თუ სამართლებრივ არგუმენტაციაზე ექნებოდათ უფრო მეტი საუბარი, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებსაც ასევე ვისმენ ჩემი კოლეგებისგან. სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ",- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.  


სალია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას.


„ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ თავიდანვე დაიწყო აპელირება, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული  „რუსთავი 2"-ის დახურვით  და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყოველთვის გამოყენებული იყო ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმისათვის, რომ დაეფარათ და გადაეფარათ ის სამართლებრივი პრობლემები,  რაც არსებობდა მათ მხარეს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში. კარგი იქნებოდა თუ სამართლებრივ არგუმენტაციაზე ექნებოდათ უფრო მეტი საუბარი, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებსაც ასევე ვისმენ ჩემი კოლეგებისგან. სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ. მოლოდინი არის ის, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა პაატა სალიამ.















 

big_banner
არქივი