logo_geo
მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

4 ივლისი. 2019. 16:08

 

მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მოქალაქე 2 ივლისს დააკავეს. ის 33 წლის მამაკაცია, რომელიც სტამბოლი-მინსკის ავიარეისით მგზავრობდა. კომიტეტის ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში  43 წლის ასაკის, სომხეთის მოქალაქის პასპორტით ჩავიდა. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცს ბელარუსში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

 

სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მესაზღვრეებმა ერთ-ერთი მგზავრის პასპორტში გაყალბების ნიშნები აღმოაჩინეს. სპეციალური შემოწმების დროს დადასტურდა, რომ პასპორტი ყალბია.

 

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, დაკავებულის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული პროცესი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ბელარუსში მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი