logo_geo
ირაკლი მამალაძე: სახელმწიფო უწყება იდგა თავის სიმაღლეზე და ნამდვილად ავიცილეთ უმძიმესი დანაშაული თავიდან
- +

15 თებერვალი. 2017. 12:57



დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს პროკურატურის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.


როგორც მამალაძე აღნიშნავს, იგი ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საგამოძიებო უწყებასთან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.


„პროკურატურაში საქმის გაუხმაურებლობაზე ხელი მაქვს მოწერილი. ვარ ერთ-ერთი მოწმე, თუმცა საქმეში არის სხვა უამრავი მტკიცებულება. რაც შეეხება იმას, მე ჩავწერე თუ სხვამ, ეს იყო ღონისძიება თუ სხვა რამ, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა საბოლოოდ საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს.

 

ვინც მე მიცნობს, ზუსტად იციან, რომ მე იმას არ გავაკეთებდი, რაც რეალობასთან ახლოს არ არის. მე არ მივიღებდი არავის დაგეგმილ სცენარში მონაწილეობას. ადამიანები, რომლებსაც ეძინათ, ხვრინავდნენ, რომლებიც პოსტებს წერდნენ ამ დღეების მანძილზე, ამ დროს რამდენიმე ადამიანს არ ეძინა და მთელი სახელმწიფო უწყება იდგა თავის სიმაღლეზე. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ნამდვილად ავიცილეთ უმძიმესი დანაშაული თავიდან", - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.



 

big_banner
არქივი