logo_geo
რუსეთმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცა
- +

5 ივლისი. 2019. 10:44

 

 

რუსეთმა საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცა.

 

ეჭვმიტანილზე, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რეუტოვოში 2018 წლის აპრილში დააკავეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული.

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ირინა ვოლკის განცხადებით, ეჭვმიტანილის გადაცემა მოსკოვში მოხდა.

 

სევდინ ბროიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 20 პირთან ერთად დააკავეს, რომელთაც ის მეთაურობდა. ჩხრეკის ოპერაციისას ამოღებულია მიტაცებული ქონება და 60 ათასამდე ევრო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი