logo_geo
კახა კახიშვილი: არ მაქვს საშუალება, კონკრეტულად ვისაუბრო დეკანოზის ავადმყოფობის დეტალებზე
- +

15 თებერვალი. 2017. 14:34


 

„პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განუცხადა.


რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით, კახიშვილმა განმარტა, რომ ის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს.


„პირველ რიგში, ყველა უნდა შევეჩვიოთ, რომ არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის ცნება, როდესაც არ მაქვს საშუალება, ჩვენთან განთავსებული პატიმრების ავადმყოფობის დეტალებზე ვისაუბრო. ბრალდებული ადვოკატებს ყოველდღიურად ხვდება და იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროდ ჩათვლის, რომ გაახმოვანოს ინფორმაცია, რომელიც ჩემი მხრიდან არ შეიძლება იყოს გახმოვანებული, გაახმოვანებს. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი პატიმრების უსაფრთხოების დაცვაა. გვყავს პატიმრები, რომელთა დაკავშირებითაც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების საკითხები. არიან ადამიანები, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ იყოს განთავსებული პენიტენციურ სისტემაში", - განუცხადა ჟურნალისტებს კახიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.


 

big_banner
არქივი