logo_geo
მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა გაიმართება - ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს
- +

11 ივლისი. 2019. 11:02

 

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

 

საქალაქო სასამართლოში მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კალანდია პატიმრობაში უნდა დარჩეს, ამიტომ მოითხოვენ აღკვეთის შეცვლას.

 

აგრეთვე, ბრალდებულის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი მოსამართლის წინაშე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის მოთხოვნითაც წარდგება.

 

„საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ნამდვილად არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ სასამართლომ არ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ, რომ მოპოვებული მტკიცებულება ჯერ კიდევ 2017 წლის საქმიდან გამომდინარეა", - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი.

 

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 ივნისს დააკავა.

 

6 ივნისს კი, კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

კალანდიას დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.

 

წინასასამართლო სხდომა 11:00-ზე გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი