logo_geo
ბათუმში ბებია და შვილიშვილი მიკროავტობუსიდან გადავარდნენ
- +

11 ივლისი. 2019. 23:34

 

 

ბათუმში, ბებია და შვილიშვილი მიკროავტობუსიდან გადავარდნენ. დაზარალებული ქალის შვილი, ვიქტორია პოპოვა ყვება, რომ ისინი მიკროავტობუსით მგზავრობდნენ, რომლის კარი ღია იყო, ხოლო ასაკოვანი ქალი და ბავშვი წინა სავარძელზე ისხდნენ. მისივე თქმით, მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რის გამოც ბებია და შვილიშვილი მანქანიდან გადავარდნენ

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 52 წლის ქალი მძიმედაა დაშავებული და ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ერთი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

big_banner
არქივი