logo_geo
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
- +

13 ივლისი. 2019. 21:31

 

 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. უწყების ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

big_banner
არქივი