logo_geo
ფოთის-სენაკის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- +

15 ივლისი. 2019. 20:55

 

 

ფოთის-სენაკის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი „ოპელის“ ტიპის მანქანას შეეჯახა. დაშავდნენ „ოპელის“ მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი