logo_geo
ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მეგობარმა მოკლა
- +

16 ივლისი. 2019. 12:16

 

დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.

 

„მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა“, – აცხადებენ თვითმხილველები.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამნაშავე მამაკაცი უკვე დაკავებულია, დამატებით დეტალებს კი უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი