logo_geo
ისანში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
- +

16 ივლისი. 2019. 13:26

 

ისანში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

შემთხვევა დღეს დილით, დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხობს.

 

 

 

big_banner
არქივი