logo_geo
შსს-მ ვატო გელაშვილი დააკავა
- +

16 ივლისი. 2019. 14:53

 

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი ვატო გელაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

 

„1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას“.

 

ვატო გელაშვილი ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ დამფუძნებელია და პოლიტიკურ თოქ-შოუებს ხშირად სტუმრობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების აქტიური მხარდამჭერია.

 

ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ საჯარო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა. მას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან ორი ნასამართლევია. ვალერიან გელაშვილი ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით იყო დაპატიმრებული წინა ხელისუფლების დროს. ის თავის ინტერვიუებში სააკაშვილის დროინდელ ციხეს დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა.

 

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ბოლო კადრები 1:49 წთ-დან ვატო გელაშვილის გადაღებულია. კადრებში მისი მოწოდებები ისმის.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი