logo_geo
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
- +

18 ივლისი. 2019. 12:58

 

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით, როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად გაჭიანურ ვადებში გამოძიების გამო. ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობის კონპენსაციის გადახდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი