თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-ტარება-შენახვის ბრალდებით დღეს დააკავეს.
ამ ფაქტს ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა და მომხდარი რამდენიმე დღის წინ ივანიშვილისგან მიღებულ გზავნილს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება ექს-პრემიერის ბრძანებით მოხდა.