logo_geo
მოსკოვის მერიამ ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
- +

18 ივლისი. 2019. 16:23

 

„მოსკოვის მერიამ ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ სასამართლოში 55,1 მილიონი რუბლის (2 502 914 ლარი) სარჩელი შეიტანა“, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

რას ეხება სარჩელი, უცნობია. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განმარტებით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის ძირითადი მიმართულება პრივატიზაციასთან, საკუთრების უფლებასა და არენდასთან დაკავშირებული დავებია.

 

კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია მოქანდაკის წარმომადგენლებსაც. ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი