logo_geo
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
- +

19 ივლისი. 2019. 14:38

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

 

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განაცხადა, ისინი ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვენ.

 

„წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელშიც საკმარისადაა დასაბუთებული, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება, დართულია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ვიდეოჩანაწერი, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე საქმეში წარმოდგენილი გახლავთ სხვა მტკიცებულებები. მიგვაჩნია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა“, - განაცხადა მუკბანიანმა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ლევან ჯიქურს, დღეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

big_banner
არქივი