logo_geo
რამდენიმე წუთის წინ გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი მოკლეს
- +

24 ივლისი. 2019. 22:22

 

მკვლელობა მოხდა გურამიშვილის გამზირზე. მოკლულია ორი მამაკაცი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

 

“კურიერის” ინფორმაციით, პირმა,რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა, თუმცა შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

 

როგორც შს სამინისტროში კურიერს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება. ცხედრები პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი