logo_geo
გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
- +

24 ივლისი. 2019. 23:51

 

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც ცნობილია, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით ისინი ძმები არიან.

 

თვითმხილველების თქმით ახალგაზრდებს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.

ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი