logo_geo
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება
- +

25 ივლისი. 2019. 12:09

 

გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, გამოძიება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ კი, არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოჰყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.

 

გურამიშვილის გამზირზე #78 კორპუსში მეზობლებს გუშინ ჩხუბის ან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილებს არ იცნობდნენ. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ იმავე სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთი მოკლულის ძმაც ცხოვრობდა.

 

შემთხვევის ადგილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებმა დატოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა.

big_banner
არქივი