logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია
- +

25 ივლისი. 2019. 20:06

 

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

 

 

ირაკლი ოქრუაშვილი დიღომში კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა ანი რეხვიაშვილმა უამბო.

 

 

ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე ( შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად) და 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღანელობა ან მასში მონაწილეობა) მუხლებით დააკავეს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი