logo_geo
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია
- +

26 ივლისი. 2019. 21:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. ამ ინფორმაციას ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს.

 

მორის მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია დღეს დაკავებულ იმ ორი პირს შორის, რომელთა შესახებ ინფორმაცია შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საქმე 20-21 ივნისის ღამით პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

 

„1993 წელს დაბადებული მ.მ. ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

საქმე სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

 

 

big_banner
არქივი