logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
- +

27 ივლისი. 2019. 20:01

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე აქციაზე დაკავებულ პირების - გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში დამსწრეების მხრიდან წესრიგის დარღვევა გახდა. კერძოდ კი, ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პროკურორს კითხვით მიმართა, კავშირი თუ ჰქონდათ აქციაზე დაკავებულ გიორგი ჯავახიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ აქციაზე ყოფნის დროს, ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ.

 

ადვოკატი დაინტერესდა, თუ იცოდა, პროკურორმა, რაზე საუბრობდნენ ისინი. პროკურორის თქმით კი, სწორედ ეს არის გასარკვევი. ამის შემდეგ მოსამართლე მაკა გველესიანმა სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა მხოლოდ დღეს დაიხურება.

 

 

big_banner
არქივი