logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული
- +

27 ივლისი. 2019. 22:50

 

ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიერ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი