logo_geo
გურჯაანში 22 წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს
- +

30 ივლისი. 2019. 16:41

 

გურჯაანში კურორტ ახტალას ტერიტორიაზე 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ახაშნის მკვიდრია. სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობდნენ. ცხედარი ამ დროისთვის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი