logo_geo
ბათუმში არასრულწლოვნის მიერ დაჭრილები უზბეკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან
- +

31 ივლისი. 2019. 15:11

 

 

ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს, ინფორმირებულმა წყარომ „პირველს“ აცნობა, რომ დაჭრილები უზბეკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

 

მისივე ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც დაჭრით დასრულდა. ადგილობრივმა არასრულწლოვანმა სამი პირი ფეხისა და ხელის არეში დაჭრა.

 

სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც „პირველს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი